"სკოლის ოაზისი" - პროექტის აღწერა

პროექტი „სკოლის ოაზისი“-ის მთავარი მიზანი იყო: 

  • მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეტად სიღრმისეულად გაცნობა პატარებისათვის (4კლ), მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის მიხედვით „სიცოცხლე ხმელეთზე“ მოსწავლეებს ვასწავლეთ მცენარეების მოვლა, გამრავლება და დაცვა.  

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით მოსწავლეებმა შეისწავლეს ჩატ-ბოტის შექმნა.  

  • გამოყენებითი ფიზიკის და ქიმიის დანერგვა სასწავლო პროცესში.  

  • ყველა შესაძლებლობის მოსწავლეებისათვის არაფორმალური სწავლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის სსსმ მოსწავლისათვის. 

 

პროექტის ინოვაციურობა: 

 სასწავლო პროცესში დაინერგება STEAM -ის მიმართულებები, გამყარდა ინტერდისციპლინური კავშირები - ბუნება, ქიმია, ფიზიკა, ტექნოლოგია, ხელოვნება.სკოლაში განვითარდა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლება.განვითარდა სასკოლო კულტურა. 

 

 

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე 

 

პროექტის მიმდინარეობა: 

დაწყებითი საფეხურის მე-4 კლასის ბუნების სტანდარტის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ მცენარეების სასიცოცხლო ციკლი (ორგანიზმები იკვებებიან, იზრდებიან, სუნთქავენ, მრავლდებიან) , ამიტომ "ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის” დაწყებითი საფეხურის წევრებთან ერთად ხელოვნების გაკვეთილზე შევიმუშავეთ სკოლის გამწვანების გეგმა, ავირჩიეთ მცენარეები, შევისწავლეთ მათი გამრავლების ხერხები, დავრგეთ ისინი, დავაკვირდით მათ განვითარებას. ვესტუმრეთ ქალაქის ბოტანიკურ ბაღს, სადაც გავიცანით ენდემური მცენარეები. ამით ხელი შევუწყვეთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებას.  

ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში

საბაზო საფეხურის   “ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის” წევრებთან ერთად  შევქმენით ქოთნის ყვავილების მორწყვის სენსორი, რომელიც აკონტროლებს ნიადაგის ნესტიანობას რისთვისაც მათ დასჭირდათ ფიზიკის საბაზისო ცოდნის გამოყენება. გოგონებმა სკოლაში არსებული საკერავი მანქანებზე შეკერეს საყვავილეების ჩასაწყობი ჯიბიანი საკიდი. 

ჩხირკედელას შეხვედრა

საშუალო საფეხურის “ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის” წევრებთან ერთად მოვიპოვეთ ინფორმაცია მცენარეების დაავადებების შესახებ. მათი მოვლის შესახებ, პრევენციის საშუალებებზე, ქიმიკატებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ მწვანე ოაზისების განვითარებას. აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომისათვის  ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შეიქმნა ჩეტ-ბოტი. 

 

 

პროექტის შედეგები და მდგრადობა: 

სასკოლო საზოგადოების საერთო მოსაზრებების საფუძველზე სკოლის გამწვანება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან სკოლის ადმინისტრაციამ დააფინანსა საყვავილეების, ქოთნების შესყიდვა, მასწავლებლები ამრავლებენ ყვავილებს. თუმცა მოსწავლეები ამ პროცესში იყვნენ პასიური დამკვირვებლები.  მოსწავლეების ჩართულობა საერთო საქმეში პირველ რიგში განავითარა სასკოლო კულტურა, შემცირდება მოსწავლეთა მიერ მცენარეების დაზიანების ფაქტებიც, მოსწავლეები სკოლას აღიქვამენ, როგორც საკუთარ სასურველ და საზრუნავ გარემოს. 

პროექტში ჩართული იყო კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინებით  “ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის” სხვადასხვა საფეხურის წევრები: 

მე-4 კლასის 10 მოსწავლე (ოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინებით ჩაერთვა სსსმ მოსწავლე)  

მე-8 კლასის 5 მოსწავლე (ოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინებით ჩაერთვა სსსმ მოსწავლე) 

მე-11 კლასის 4 მოსწავლე 

პროექტის ფარგლებში მოხდა STEAM-საგნების ინტეგრირება. 

განხორციელდა თანამშრომლობა ქალაქ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან, კიდევ ერთხელ მოხდა  მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. 

“ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის” მიერ შექმნილი  სკოლის საცდელი ოაზისი უნდა გახდეს სკოლის საზოგადოებისათვის მისაღები წესი, კლუბის წევრებმა მომავალში დამოუკიდებლად ინდა გაუწიონ პოპულარიზაცია და დახმარება დაინტერესებულ კლასებს, რადგან სკოლაში მომავალში გამოცხადდება კონკურსი “საუკეთესოდ გამწვანებული კუთხე” 

 

პროექტის მნიშვნელობა: 

  1. რაოდენობრივი  (მოკლევადიანი) შეიქმნებასკოლისსაცდელითვითრეგულირებაი ოაზისიდახელოვნურიინტელექტისჩეტ-ბოტი 

  1. თვისებრივი გაიზრდება პროექტში ჩართული მოსწავლეების ეკოლოგიური, ციფრული და სოციალური კომპენტენციები 

 

  1. რაოდენობრივი  (გრძელვადიანი) შეიქმნება მაგალითი, რომელიც შეიძლება იყოს გავრცელებული სკოლის ყველა სართულზე  

       B. თვისებრივი:  განვითარდება სასკოლო საზოგადოების ეკოლოგიური კულტურა და გაიზრდება დაინტერესება STEAM საგნების მიმართ  

 

პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ბიუჯეტი: 

200 ლ 

 

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსები: 

 

https://www.youtube.com/watch?v=3_AmsQBx1Sw 



Комментарии